საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. "უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 3 წლით - 2021 წლის 21 თებერვლამდე აუკრძალა", - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა განაცხადა, ინფორმაციას "ინტერფაქს-უკრაინა" ავრცელებს. წერილი სააკაშვილის ადვოკატს რუსლან ჩერნოლუცკის გადაეგზავნა. სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას აპირებენ.
ცნობისთვის: ა.წ. 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევის რესტორან "სულგუნში" აიყვანეს და უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. ვარშავამ იგი რეადმისიის წესით მიიღო. მოგვიანებით, სააკაშვილი ნიდერლანდებში გაემგზავრა, რაც მოგვიანებით თვითონვე დაადასტურა. იქ მან პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი მიიღო, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის უფლება ეძლევა.