საზოგადოება
2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო 46-ე ადგილს იკავებს - Transparency International

     საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო 2 პოზიციით ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 46-ე ადგილზეა. ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულითაა გაუარესებული და 57 ქულას შეადგენს.
საქართველო 46- ადგილს მალტასთან ერთად ინაწილებს და წინა წლის მსგავსად, კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
რეიტინგის სათავეში არიან ახალი ზელანდია (89 ქულა), დანია (88 ქულა) და ფინეთი (85 ქულა), ყველაზე ცუდი ვითარებაა სირიაში (14 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა) და სომალიში (9 ქულა).
კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაცსაერთაშორისო გამჭვირვალობისსამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.