სამართალი
თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა (ვიდეო)

      საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ სამხედროებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ გააცნო (ვიდეო იხ. აქ).
ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა. თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ქვედანაყოფის ხარჯებისა და რესურსების მოდელირების მიზნით ავტომატიზებული სისტემები დაინერგება, რაც უწყებას რესურსების უკეთ მართვის შესაძლებლობას მისცემს.
რეფორმის ფარგლებში, ასევე, მარაგების ანალიზის, მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და 2018 წლის ლოგისტიკის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.