პოლიტიკა
მაუწყებლობის შესახებ კანონი მიღებულია - საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

     საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. 83 მომხრე და 13 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრა სხდომათა დარბაზში გაიმართა. კანონში შეტანილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე კერძო რეკლამის განთავსება იქნება შესაძლებელი.
მმართველ გუნდში მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, საპარალამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებდა, რომ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა მმართველმა გუნდმა ვეტო მაინც დაძლია.
ოპოზიცია კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამის განთავსება კერძო მაუწყებლებს დააზარალებს.