აქტუალური
სამხრეთ ოსეთისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებს ურთიერთქმედება აქვთ განზრახული - Sputnik

     საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთი და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ერთმანეთის მიერ აღიარებული სახელმწიფოები არიან. და ჩვენ ნებისმიერ სფეროში გვექნება ურთიერთქმედება: ეს არის ეკონომიკაც, განათლებაც და თავდაცვაც. ჩვენ დავამუშავებთ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს შორის შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და უკვე არსებულ ურთიერთქმედებას გავაძლიერებთ“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრ ვიქტორ კონონოვის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა ცხინვალში მამულის დამცველის დღის ზეიმზე.
ვიქტორ კონონოვმა ანატოლი ბიბილოვს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საარქივო მონაცემები გადასცა - წითელი არმიის მეომართა პირადი შემადგენლობის სია, რომლებიც წარმოშობით ორჯონიკიძის მხარიდან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიადან იყვნენ და 1941 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
როგორც Sputnik იუწყება, 9 მაისს ცხინვალში, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები დონეცკში სამხედრო პარადზე ჩაივლიან.