საზოგადოება
დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

eleqtro_xazebiწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ოფურჩხეთის, რიონის, მექვენისა და დღნორისის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. შესაბამისად, ელექტროენერგია არ მიეწოდება ზედა ზონის 21 სოფელს.

ელექტროსადენების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ქვედა ზონის სოფლებსაც - გეგუთს, პატრიკეთს, ტყაჩირს, ოფშკვითს. ანალოგიურო მდგომარეობაა სოფელ თერნალში, ქვილიშორში, ჩუნეშსა და ცხუნკურში.

დღნორისის ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის მაღალი საფარის გამო (70 ს.მ.) შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობაც.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი - ბატონი ოთარ ჩიტაიშვილი, მოადგილეებთან - ბატონ ზურაბ ჯიმშელეიშვილთან და დავით ჩირგაძესთან, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს - ბატონ თამაზ ბენიძესა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალური შტაბის წევრებთან ერთად პირადად იმყოფებოდნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან.