უცხოეთი
უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება მხოლოდ Javelin-ებით არ შემოიფარგლება

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ებით არ შემოიფარგლება. უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის განცხადებით, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი სამხედრო დახმარების ნაწილი იქნება.
„როგორც იცით, ობამას ადმინისტრაციის დროს უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მიმდინარეობდა, თუმცა შეზღუდვებით – ეს არ მოიცავდა ლეტალურ შეიარაღებას. ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული შეზღუდვები მოხსნა, რაც უკრაინის დასახმარებლად აშშ-ის შესაძლებლობებს აფართოებს. ჩვენი ამოცანაა, მოგვარდეს უკრაინის არმიის შეიარაღების პრობლემები, გაიზარდოს მისი შესაძლებლობები, რომ ქვეყნის დაცვა შეძლოს“, – აღნიშნა კურტ ვოლკერმა.