საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ აუცილებელია, ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებს დაემორჩილონ და არ დაარღვიონ შეთანხმების წესები - იან კელი

     საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, მოქალაქეებს კარგად უნდა მიეწოდოთ და აეხსნათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუცილებლად დაემორჩილონ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და არ დაარღვიონ შეთანხმებით გაწერილი წესები. ამის შესახებ იან კელიმ ჟურნალისტების შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციას პრობლემა არ შეექმნას.
ალბათ, ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ ჩემს კარგ მეგობარ იანოშ ჰერმანს და ზუსტად დღევანდელი დღეც ეძღვნებოდა კომუნიკაციებს და ტრენინგს ამ მიმართულებით. შესაბამისად, აუცილებელია, მოქალაქეებს კარგად მივაწოდოთ და აიხსნას ინფორმაცია, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაემორჩილონ იმ რეგულაციებს და წესებს, რაც შეთანხმებაში არის გაწერილი, არ დაარღვიონ გაწერილი წესები. უმთავრესად, ეს შეეხება ნებართვებს, დროის ხანგრძლივობას, თუ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩნენ ტერიტორიაზე. აღნიშნული აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. სწორედ სტრატეგიული კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია“, - განაცხადა იან კელიმ ღონისძიების გახსნაზე, რომლის შესახებ დღეს საქინფორმი იუწყება.