პოლიტიკა
საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების ციკლს იწყებს.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ გახსნეს.
ტრენინგები საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში (Government of Georgia Strategic Communications Program) ჩატარდება.
ტრენინგების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.