აქტუალური
თბილისში ბავშვი ჩუტყვავილათი გარდაიცვალა - საიდან გაჩნდა საქართველოში ბავშვობაში ყველასათვის კარგად ნაცნობი უწყინარი დაავადების იშვიათი ფორმა? - საქინფორმი

     საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის 56- საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალა. მცირეწლოვანი გოგონა ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჩუტყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამინისტრო შემთხვევის შესწავლას გეგმავს. ამ დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში დამთავრდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეეძლებათ, ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, რომელსაც ჰქვია სისხლმდენი ჩუტყვავილა", — განაცხადა სერგეენკომ.
საქინფორმი: დედაქალაქის მცხოვრებთა ყურადღება მიიქცია, რომ ადრე ყველასთვის კარგად ცნობილი უწყინარი დაავადებების - როგორებიცაა გრიპი და ჩუტყვავილა - იშვიათი ფორმების, აგრეთვე საქართველოში მანამდე უცნობი ეპიდემიების - „ღორის“ და „ქათმის“ გრიპის გაჩენა უცნაურად გახშირდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ თბილისში ლუგარის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ. ან იქნებ ყველაფერში აქაც „რუსული პროპაგანდაა“ დამნაშავე, როგორც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს?!