საზოგადოება
იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ! - ამერიკელი ბენ ჰოჯესი ქართველებს მიმართავს და მათ „რუსეთის ლუკმად“ ახსენებს

     საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. "საქართველოს უმაღლესი კლასის ჯარისჯაცები ჰყავს. ამის გამო ავღანეთში მისიებზე წასვლა ყველას ქართველ ჯარისკაცებთან ერთად უნდა", - განაცხადა გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ვაშინგტონში, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.
გენერალ ჰოჯესს მიაჩნია, რომ საქართველოს მეტი დასამტკიცებელი არაფერი აქვს იმისთვის, რომ ალიანსის წევრობა დაიმსახუროს. გასულ ზაფხულს სამხედრო სავარჯიშოების დროს ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა. ამასთან, საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვა, ცხადია, მნიშვნელოვანია, - თქვა გენერალმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
საქართველოს საჰაერო ძალების ან შეიარაღების დიდი სისტემების ქონა - რომლის შენახვაც ქვეყანას გაუჭირდება - არ სჭირდება. ამის ნაცვლად, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ თავის დაცვა შეძლოს იქამდე, სანამ მეგობრები დასახმარებლად ჩავლენ, - აღნიშნა ჰოჯესმა, რომელიც ევროპაში შეერთებული შტატების არმიის მთავარსარდალი იყო.
ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ და რომ მზად ვართ ასეთი მოქმედებისთვის, თუ ამის საჭიროება ოდესმე შეიქმნა. ასევე გვინდოდა იმის გარკვევა, თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეულ მოქმედებებს, - თქვა გენერალმა.
შარშან საქართველოსთან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქვეყანას რუსეთის შესაძლო თავდასხმზე - და მოგეხსენებათ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ლანდშაფტის, იარაღის სისტემების, წინაღობების, ნაღმების და მსგავსი მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთს საკმარისი ტკივილი მიადგეს და საქართველო მისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს. იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ”, - ამბობს ჰოჯესი.