საზოგადოება
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ხომალდმა სახელწოდებით Carney ბოსფორის სრუტე გაიარა და შავ ზღვაში მყოფ კიდევ ერთ ამერიკულ გემს Ross-ს შეუერთდა – იუწყება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრესსამსახური.
ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ გემი შავ ზღვაში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შევიდა. „შავ ზღვაში ერთბაშად ორი ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება წინასწარ იქნა მიღებული, და არა რაიმეზე რეაგირების სახით“, - ხაზი გაუსვა Carney-ს მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ქრისტოფერ გრედიმ.
შავი ზღვის აკვატორიაში ორი ამერიკული გემი ერთდროულად ბოლოს 2017 წლის ივლისში იმყოფებოდა სწავლება Sea Breeze-ს დროს.