პოლიტიკა
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის დასაცინი გახდა. ამის შესახებ მან თავის ტვიტერზე დაწერა.
„თუკი რუსეთის მიზანი იყო აშშ-ში განხეთქილების, უთანხმოების და ქაოსის შექმნა, ეს კარგად გამოუვიდათ მთელი ამ საკომიტეტო მოსმენებით, გამოძიებებითა და პარტიული სიძულვილით. მოსკოვში სიცილისგან მუცლები ხელით უჭირავთ. დაჭკვიანდი, ამერიკა!“, - წერს ტრამპი.
18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელსაც ფლორიდელი მსროლელი გამოეპარა იმიტომ, რომ მეტისმეტად დიდ დროს ხარჯავდა აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში „რუსეთის ჩარევის“ გამოძიებაზე.