ფოთის საზღვაო აკვატორიაში უკრაინული გემი ჩაიძირა
ფოთის საზღვაო აკვატორიაში უკრაინული გემი „გრიგორი პეტროვსკი“ ჩაიძირა. ბორტზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია. ცნობილია, რომ მშრალტვირთმზიდი გემი, ტვირთის გარეშე ფოთის პორტის გარე რეიდზე იდგა, მან კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც აკვატორიის დამცავ ქვაყრილს შეეჯახა და შუაში გადატყდა.
სამართალდამცავები გამომწვევ მიზეზად ძლიერ ღელვას ასახელებენ. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციის მართვის თანამშრომლები და ფოთის პორტის კონტროლის სამსახური. როგორც პორტში აცხადებენ, ეკიპაჟს საფრთხის შესახებ წინასწარ ეცნობა, მაგრამ რეაგირებამ დააგვიანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.