უცხოეთი
რუსეთი აშშ-ს სამხრეთ სირიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

     საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ სირიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირია-იორდანიის საზღვართან ალ-ტანფის ზონა დე-ესკალაციის ზონაშია მოქცეული, რომელზეც პასუხისმგებლობა ვაშინგტონმა აიღო და აღნიშნული ზონა დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს.
ალ-ტანფში „რუკბანის“ ლტოლვილთა ბანაკია განთავსებული. რუსეთში ფიქრობენ, რომ ბანაკს აშშ მებრძოლების რეკრუტირებისთვის იყენებს. მოსკოვი ვაშინგტონს ლტოლვილთა ბანაკში ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვაში ადანაშაულებს.
სერგეი ლავროვის თქმით, აშშ სირიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ცდილობს და ვაშინგტონი სირიაში „ცეცხლს ეთამაშება“.

1tv.ge