პოლიტიკა
სააკაშვილის ბაბუა შინსახკომის აგენტი იყო, დედა - საქართველოს КГБ-ს მე-2 განყოფილების აგენტი, ბიძა - სსრკ КГБ-ს 1 მთავარი სამმართველოს აგენტი, ხოლო ცოლი - ამერიკული სპეცსამსახურების აგენტი (ვიდეო)

     საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ტელეარხმა НТВ-მ პროგრამაში „ახალი რუსული სენსაციები“ აჩვენა დოკუმენტური ფილმი-ინტერვიუ „სააკაშვილის ფარული მფარველი“ (ვიდეო იხ. აქ).
ინტერვიუში სააკაშვილის ღვიძლი ბიძა - თემურ ალასანია, რომლის საქმიანობას საბჭოთა „КГБ“-საც უკავშირებენ და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც, აღიარებს, რომ სწორედ მან „ჩაუდო“ თავისი დისშვილი ამერიკელებს, რომლებმაც, საქართველოს შემდეგ, „უკრაინის აფეთქება“ დაავალეს. ყველაფერი დანარჩენი ალასანიას „აღსარებაში“ სასაცილო ტყუილია, რაც მოღალატე და ცნობილ ფანტაზიორ დისშვილთან მის არა მხოლოდ გარეგნულ, არამედ შინაგან მსგავსებასაც ადასტურებს.
ფილმში თემურ ალასანიას გულახდილობების კომენტარს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორი იგორ გიორგაძე აკეთებს.
იგორ გიორგაძე: „საერთოდ, სააკაშვილის ოჯახი ტრადიციულად თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან. ბაბუამისი შინსახკომთან თანამშრომლობდა, დედამისი ჩვენი - საქართველოს КГБ-ს მე-2 განყოფილების აგენტი იყო, თემურ ალასანია, ბიძა, რომელიც სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა - სსრკ КГБ-ს 1 მთავარი სამმართველოს აგენტი“.
იგორ გიორგაძეს
ეჭვი არასდროს შეჰპარვია იმაში, რომ საჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სააკაშვილის ოჯახი ამერიკულ სპეცსამსახურებს ემსახურებოდა, მისთვის სააკაშვილის ბიძის ბიოგრაფია - სისხლის სამართლის საქმის ტომებში ასახული ღალატის ისტორიაა. „ეს ყველაფერი ერთად, ასე ვთქვათ, ЦРУ-ს პროექტია. არა, ის არ გადაუბირებიათ, მან ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თავისი სამსახური შესთავაზა. ეს სხვადასხვა რამეა. მან უთხრა (ამერიკელებს - საქინფორმი): „მე დისშვილი მყავს. მან საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი დაამთავრა, ორი ენა იცის, გამოიყენეთ“. ამერიკელებმა მოსინჯეს. მერე ასეც შეარქვეს - „ოქროს ბიჭუნა“. შლეგი, უპრინციპო, არანორმალური ფსიქიკით, ადვილად სამართავი, კომპლექსებით გატენილი“.
„ოქროს ბიჭუნა“ საზღვარგარეთ თავის მეორე ნახევარს - სანდრა რულოვსს შეხვდა. იგორ გიორგაძე: „ასევე აგენტი შეურჩიეს. ისინი თანამშრომლები არ არიან, სპეცსამსახურებთან აგენტურული ურთიერთობა აქვთ“.
ასეთ „გულებისა და ინდივიდუმების შერწყმას“ დაზვერვაში „მძინარე უჯრედი“ ჰქვია. მოგვიანებით სააკაშვილი საქართველოდან აშშ-ში გაიქცა, ბიძასა და მის კურატორებთან უფრო ახლოს, საქართველოში კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მერე ამერიკული დევნილობიდან სააკაშვილი ახალი დავალებით კიევში გაემგზავრა თავის თანაკურსელ პოროშენკოსთან. თავდაპირველად სააკაშვილი კიევს ტრანზიტის პუნქტად განიხილავდა - თბილისში მალე დაბრუნებაზე დამიზნებით.