საზოგადოება
ლავროვმა აშშ-ის საგამოძიებო ორგანოს მიერ რუსეთის დადანაშაულებას „ლაყბობა“ უწოდა

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. გამოქვეყნება ყველაფრის შეიძლება. მაპატიეთ არადიპლომატიური გამოთქმისათვის, მაგრამ სანამ ფაქტებს არ ვიხილავთ, ეს ყველაფერი არის ლაყბობა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან და გავლენიან პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში.
16 თებერვალს, აშშ-ის ფედერალური დიდი ჟიურის გადაწყვეტილებით, აშშ-ის არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს 13 რუს ინდივიდსა და რუსეთის კომპანიას, მათ შორის „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ ორგანიზაციას. ეს ზომა მიჩნეულია დღემდე ყველაზე მძიმე ბრალდებად მას შემდეგ, რაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი აშშ-ის მიმართ რუსეთის ქმედებების გამოძიებას შეუდგა. ფედერალური დიდი ჟიურის დოკუმენტში, რომელიც მიულერის ოფისმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.