აქტუალური
აი, ასე იგონებენ რუსულ საფრთხეებს - ლავროვი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პასუხის გაცემამ მიუნხენის კონფერენციაზე მოუწია. ევროდეპუტატი დაინტერესდა, რატომ აგრძელებს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაციის შეფერხებას.
ბატონო მინისტრო, თქვენ ამტკიცებთ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებს, რომ ან რუსეთთან ერთად იყვნენ, ან ევროკავშირთან. ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული დონე გვაქვს ურთიერთობის ექვსივე ქვეყანასთან. არ დამეთანხმებით, რომ ჩვენ მათ სურვილებზე ვრეაგირებთ და არაფერს ვაიძულებთ და, თუკი ვინმე არ გააფორმებს ჩვენთან შეთანხმებას, ტანკებს არ ვაგზავნით?, - მიმართა ევროდეპუტატმა სერგეი ლავროვს, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საფრთხე, რომელზეც ასე ხშირად ლაპარაკობენ, რუსეთისგან არ არსებობს და მას იგონებენ.
აი, ასე იგონებენ რუსულ საფრთხეებს. თქვენი შეკითხვა დაიწყო იმის მტკიცებით, რომ თითქოს, მე ვთქვი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას ამ ქვეყნების რუსეთისგან ჩამოსაშორებლად იყენებენ. მე ვთქვი, რომ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ყალიბდებოდა, ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული და მე იმედი გამოვთქვი, რომ ეს დანაპირები შესრულდებოდა,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.