აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში ფატუ ბენსუდას შეხვდა

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა.
ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით იმ პირების პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, ქართული მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულების ჩადენაში.