უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - აშშ-ი ევროპაში სამხედრო კომპონენტს აფართოებს

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ი ევროპაში სამხედრო კომპონენტს აფართოებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ვაშინგტონი ზრდის როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ი ნატო-ს ერთგულია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.
სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბრიუსელს მოსკოვთან ახალი ცივი ომი და გამალებულ შეიარაღებაში ჩართვა არ სურს და დიალოგის მომხრეა.

1tv.ge