საზოგადოება
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ ის მონაწილეები დააჯილდოვეს, რომელთაც ქართული ენის შემსწავლელი კურსები წარმატებით დაასრულეს.
პროექტი „ვისწავლოთ ქართული“, რიმა ბერაძისა და საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის რიტა ხიდირბეგიშვილის ინიციატივით, 2017 წლიდან „თბილისის მეგობრობის სახლში“ პერმანენტულად მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლას.
საქინფორმი