საზოგადოება
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ–ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტი შეაჯამა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს, ასევე არაერთ კონგრესმენს, სენატორს. გარდა ამისა, კობახიძეს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტში.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას... კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.