საზოგადოება
უკრაინის გენპროკურატურაში აღშფოთებული არიან, რომ მაიდანზე ქართველი სნაიპერების საქმეზე სააკაშვილის დროულად დაკითხვა ვერ მოასწრეს (ვიდეო)

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, იტალიის ტელევიზიის „მე-5 არხმა“ აჩვენა დოკუმენტური ფილმი „უკრაინა, დაფარული ჭეშმარიტებანი“, რომელშიც ყოფილი სამხედროები - ქართული წარმოშობის სნაიპერები მოწმობენ, რომ საქართველოდან უკრაინაში, მაიდანზე „როგორც ბერკუტელების, ისე დემონსტრანტების“ დასახოცად ისინი სააკაშვილის სამხედრო მრჩეველმა მამუკა მამულაშვილმა სააკაშვილის განკარგულებით გამოიძახა და თითოეულს 1 000 დოლარი გადაუხადა (ფილმი იხ. აქ).
გუშინ კი უკრაინის გენპროკურატურის პროკურორმა იანის სიმონოვმა განაცხადა, რომ „თუ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს ხანებში უკრაინაში არ გამოჩნდება, პროკურატურა იშუამდგომლებს მასთან ვიდეოკონფერენციის ჩატარებაზე ყოფილი „ბერკუტელების“ საქმეზე ჩვენების მისაცემად“.
„თუ იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის რომელიმე ევროპულ ქვეყანაშია, სასამართლოს მივმართავთ თხოვნით, სახელმწიფოს, სადაც ის იმყოფება, საერთაშორისო-სამართლებრივი მოთხოვნა გაუგზავნოს, რათა დრო არ დავკარგოთ და შესაბამისი ვიდეოკონფერენცია ჩავატაროთ“,
- განაცხადა პროკურორმა.
„თუმცა, თქვენ ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები - გუშინ მის დაკითხვას ვცდილობდით, დღეს კი ის უკრაინის ტერიტორიაზე აღარ არის“, - დასძინა პროკურორმა და აღნიშნა, რომ „უკრაინის გენპროკურატურაში აღშფოთებული არიან, რომ სააკაშვილის დროულად დაკითხვა ვერ მოასწრეს, თუმცა, პროკურორს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქმედებების გაკონტროლების შესაძლებლობა არ ჰქონდა“.