ალექსანდრე ჭაჭია: აშშ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ დაუშვებს
სამართალი
ალექსანდრე ჭაჭია: აშშ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ დაუშვებს

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ ქვეყნის ექსპრეზიდენტი, ამჟამად ოპოზიციონერი უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში იქნეს დეპორტირებული“, - მიაჩნია გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას.
„უკვე არაერთხელ მომიწია იმაზე ლაპარაკმა, რომ ერთი წლის - წელიწადნახევრის განმავლობაში ამერიკელები მას გაყიდიან, თავს მოაბეზრებს. იძულებული იქნება, უკრაინიდან წავიდეს, მაგრამ ქვეყნიდან გასვლას მხოლოდ იმ ქვეყანაში დაბრუნებით შეძლებს, საიდანაც არალეგალურად შეაღწია უკრაინაში. ეს პოლონეთია.
უკრაინის ხელისუფლება ასეც მოიქცა - მათ ის, უბრალოდ, გააძევეს პოლონეთში, საიდანაც ქვეყანაში შეიჭრა. არავითარი საქართველოში ექსტრადიცია, რაღა თქმა უნდა, არ იქნებოდა, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას ის არ სჭირდება და არც ამერიკელებს სჭირდებათ მისი საქართველოში დაბრუნება“,
- ასეთი კომენტარი გაუკეთა პოლიტოლოგმა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას რადიო Sputnik-ის ეთერში (მთლიანად მოისმინეთ აქ).