პოლიტიკა
სწავლება Agile Spirit-ის ფარგლებში ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც - ლევან იზორია

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „Agile Spirit-ის (მტკიცე სული) სწავლებების ფარგლებში ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც. ეს იყო განხილვის ერთ-ერთი თემა ბატონ მეტისთან (აშშ-ის თავდაცვის მინისტრი) შეხვედრის დროს. ჩვენი ტენდენციები სამხედრო სწავლების კუთხით მზარდია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში გამოსვლისას.
ცნობისთვის: სწავლება Agile Spirit 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ის აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. Agile Spirit-ის გარდა, საქართველოში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Noble Partner (ღირსეული პარტნიორი).