აქტუალური
2017 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) მონაწილეობა 1 740-მა ქართველმა სამხედრომ მიიღო, რამდენად გაიზრდება ეს ციფრი 2018 წელს?

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2017 წლის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა, რომ 2017 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), მონაწილეობა მიიღო 1 740-მა ქართველმა სამხედრომ.
როგორც ცნობილია, ავღანეთში ნატოს მისია "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) 2015 წლიდან ტარდება და იქ 13 ათასამდე ჯარისკაცი მსახურობს. რამდენად გაიზრდება ქართული კონტინგენტი 2018 წელს იმის გათვალისწინებით, რომ ნატო კონტინგენტის საერთო რაოდენობის გაზრდას 13-დან 16 ათასამდე აპირებს?
„ნატოს წევრი და პარტნიორი, სულ ცოტა, 28 ქვეყანა ავღანეთში საწვრთნელი მისიის ფარგლებში თავის კონტინგენტს ზრდის. ჩვენ ვისწრაფვით, რომ წელს იქ თითქმის 16 ათასი ადამიანი იყოს. ეს მატებაა გასულ წელთან შედარებით, როცა იქ 13 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ“,
- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, სადაც ის ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჩავიდა.