უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში ჩავიდა
უცხოეთი
უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში ჩავიდა

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„მიხო უკვე ამსტერდამშია! ამხანაგი ახლახანს შეხვდა ჩვენს წამებულ ჯიგიტს აეროპორტში და სამახსოვროდ ფოტოზე აღბეჭდა ის. მიაქციეთ ყურადღება, როგორი მძიმეა მიხოსთვის უკრაინასთან განშორება. როგორც ჩანს, ისეთივე მძიმე, როგორც საქართველოსთან განშორება“, – წერს გონჩარენკო.
მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ოჯახის სანახავად ნიდერლანდებში გეგმავს ჩასვლას, შემდეგ კი, ევროპაში გადაადგილებასა და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

1tv.ge