საზოგადოება
საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს - საკმევლის! - სააკაშვილი

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOn-თან ინტერვიუში საქართველოში შესაძლო ექსტრადირებაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. ნუ მაცინებთ. საქართველოში ამ ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს საკმევლის. მათ რომ ჩემი ექსტრადირება სურდეთ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ არ აქვთ სერიოზული ბრალდებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.