აქტუალური
იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,1%-ით გაიზარდა - საქსტატი

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 815,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20,1 პროცენტით მეტია.
ექსპორტი 222,2 მლნ აშშ დოლარი იყო (25,7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 593,6 მლნ აშშ დოლარი (18,1 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371,3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45,5 პროცენტი შეადგინა.