20% - შეიარაღებაზე, მშპ-ს 2% - თავდაცვაზე: საქართველო ნატოს კრიტერიუმებს შეესაბამება - ლევან იზორია
აქტუალური
20% - შეიარაღებაზე, მშპ-ს 2% - თავდაცვაზე: საქართველო ნატოს კრიტერიუმებს შეესაბამება - ლევან იზორია

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. „თავდაცვის სამინისტროში რეფორმები იმ მიზნით ტარდება, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს უფრო დაცულად“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით გამოდიოდა.
რეფორმების შედეგად გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
სახელფასო ხარჯების 53% 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებზე და სოციალურ დახმარებაზე, რაც არის ნატოს სტანდარტი. მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტიც დავაკმაყოფილეთ, თანხები მივმართეთ შეიარაღებაზე. თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-, რასაც ვაკმაყოფილებთ.
შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ. ისტორიული მოვლენაა, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემაჯაველინები“. წელს ასევე ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისარაკეტო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე“, – განაცხადა იზორიამ.