აქტუალური
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. კომპანია რეგიონში CEFC-ის ინვესტიციების მართვას განახორციელებს. ჩინეთის კონგლომერატი CEFC Energy Company Limited ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად საქმიანობს. კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.
2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
კონგლომერატი CEFC Energy Company Limited ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.