პოლიტიკა
განათლების სამინისტრომ საქინფორმს უპასუხა - სკოლებში მეორე უცხო ენის, მათ შორის, რუსულის სწავლა სავალდებულო იქნება! გაითვალისწინებენ თუ არა გაკვეთილს მოსკოვში?

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. 2018 წლის 5 თებერვალს საქინფორმმა გამოაქვეყნა რუსული ენის 500 პედაგოგის წერილი განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომელშიც გამოთქმული იყო 6 ათასი პედაგოგის საერთო აღშფოთება განათლების სამინისტროს გეგმებით - ამ წლის თებერვლის ბოლოდან სასკოლო პროგრამებიდან ამოიღოს მეორე უცხო ენის, მათ შორის - რუსულის სწავლება.
6 სამუშაო დღის შემდეგ - 13 თებერვალს - სამინისტრო საქინფორმის პუბლიკაციას გამოეხმაურა:

„ბოლო დღეებში მედიით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.
შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნებაინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.
უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად, მინიმუმ, ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ“, – ნათქვამია სამინისტროს საინფორმაციო განცხადებაში.
P.S. მაშ ასე, თბილისში ოპერატიულად მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ გაითვალისწინებენ კი ამ გაკვეთილს მოსკოვში? თუ სხვადასხვა „სლავური კონგრესებიდან“ ერთი და იგივე თაღლითების, წამგლეჯებისა და ალკოჰოლიკებისთვის გრანტების გადარიცხვას გააგრძელებენ შემდგომი „ატკატებით“ „რუსთაველის მიწაზე პუშკინის ენის“ ვირტუალური მხარდაჭერისა და განვითარებისთვის?!