უცხოეთი
უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწე ოლეგ სლობოდიანი ადასტურებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც მან რამდენიმე თვის წინ უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
ამის შესახებ სლობოდიანმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილის პარტიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ვარშავის აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.
შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.

1tv.ge