პოლიტიკა
ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ პრაგმატულია, სააკაშვილი კი ციხეში ჩაჯდება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ პრაგმატული, მშვიდობიანი და თავშეკავებულია. ჩვენ არ გვიყვარს წინა ხელისუფლება - მისმა აგრესიულმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანა, თუმცა, ვაღიარებთ მის ზოგიერთ მიღწევას, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში აშშ-ში.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს, მას სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, მას დააპატიმრებენ", — განაცხადა კობახიძემ.