აქტუალური
ქართველები - ქართული საქართველოსთვის! – „ქართული მარშის'' განცხადება

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული მარშის'' სახალხო პატრული, კონსტიტუციითა და კანონით მონიჭებული უფლებით, დაიწყებს აღმაშენებლის გამზირის, ლესელიძის ქუჩის, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშეთისა და ყველა იმ ლოკაციის მონიტორინგს, სადაც ხდება უცხოეთის მოქალაქეების მიერ ნარკომანიის, პროსტიტუციის, პედოფილიისა და სხვა კრიმინალის დანერგვა. სახალხო პატრულის მონიტორინგი გავრცელდება ასევე ნარკობორდელებად გადაქცეულ „ღამის კლუბებზეც'', სადაც საქართველოს მოქალაქეები წამლავენ და ათახსირებენ ჩვენს მომავალ თაობას.
სახალხო პატრულს ექნება ვიდეოთვალი, რომლითაც დაფიქსირდება სამართალდარღვევა, რომელსაც მივაწვდით შსს-ს (და საზოგადოებასაც) რეაგირებისთვის, სახალხო პატრულში ჩაერთვებიან ცნობადი სახეები და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც - როგორც ეს ხდება გერმანიაში, ბრიტანეთში თუ საფრანგეთში, რათა აქ მიგრანტებმა კარგად შეიგრძნონ: ქართველები - ქართული საქართველოსთვის!”