გაეროში რუსეთის ელჩი - რუსეთი აშშ-სთან დიალოგისთვის მზად არის
უცხოეთი
გაეროში რუსეთის ელჩი - რუსეთი აშშ-სთან დიალოგისთვის მზად არის

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთი აშშ-სთან დიალოგისთვის მზად არის. ეს დიალოგი არამხოლოდ ორ ქვეყნას, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება, ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთი ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ძალიან თავშეკავებით იქცევა.
დიპლომატი ასევე გამოეხმაურა გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის მეგობარი ვერ გახდება, ვიდრე ფასეულობებსა და ქცევას არ შეიცვლის.
ნებენზიას თქმით, რუსეთი არავისთან დამეგობრებას არ ცდილობს და არ მოითხოვს, რომ ვინმეს ის უყვარდეს, მათ უბრალოდ ცივილიზებული ურთიერთობები სურთ.

1tv.ge