პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი - აშშ-ის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტობაზე - საქინფორმი

   2017 წლის 19 დეკემბერს, ინტერვიუში „ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში“, საქინფორმის მთავარი რედაქტორი, კერძოდ, სვამდა შეკითხვას - რასთან დაკავშირებით ხვდებიან ხშირად მათ თამაშიდან გასული ფიგურები - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე - საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი? რა საერთო საქმეები შეიძლება დღეს ჰქონდეს უკეთეს დღეებშიც კი 0,01% რეიტინგის მქონე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერებს CIA-ს მოქმედ რეზიდენტებთან, რომლებიც საქართველოში აშშ-ის საელჩოში დიპლომატების საფარის ქვეშ მუშაობენ?
   საქინფორმი დღეს საკუთარ შეკითხვას პასუხობს: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აშშ მხარს დაუჭერს საქართველოში თავისი დიდი ხნის სტაბილური კადრის - დავით უსუფაშვილის კანდიდატურას, რომელმაც საგანგებოდ ამისთვის უკვე წელიწადზე მეტია, ქართველ ხალხში სააკაშვილის „ნაცმოძრაობაზე“ გაცილებით უფრო არაპოპულარული „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და მოყუჩდა.
   დაბალი რეიტინგი პრობლემას არ წარმოადგენს, უსუფაშვილს და მის მეუღლეს - მომავალ პირველ ლედის - აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის დროსაც კი რეიტინგი თუ ჰქონდათ, მხოლოდ - უარყოფითი. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2013 წელს უარყოფითი რეიტინგიც კი არ ჰქონია, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა „ქართული ოცნების“ დამაარსებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, ის პრეზიდენტად დაენიშნა! ახლაც შესაძლებელია, ასევე მოხდეს - აშშ „ძალიან სთხოვს“ ივანიშვილს (თუ უკვე არ სთხოვეს!), დათო უსუფაშვილი, რომელსაც საქართველოს ყველა პოლიტიკოსთან საუცხოო პირადი ურთიერთობა აქვს - მის მიერ შექმნილი მმართველი პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს!
  
ზემოდაღნიშნულთან დაკავშირებით, საქინფორმის მკითხველებს ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკელების მუშაობის სამ თავისებურებას შევახსენებთ:
   1 - როდესაც ამერიკელებს რომელიმე ქვეყანაში სიტუაცია არ ესმით (როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება), იქ სიტუაციას თვითონ ქმნიან;
   2 - ამერიკელები თავისიანებს არ ტოვებენ - დროებით „ოქროს“ რეზერვში გადაჰყავთ და ფინანსურ დახმარებას აგრძელებენ;
   3 - ამერიკელები თავის „კვერცხებს ერთ კალათაში არ ინახავენ“: თუ ერთი „კვერცხი“ უსუფაშვილია, მეორე - მარგველაშვილი გახლავთ,
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მეტსახელად „მარგველ კაიფი“ (ასე შეარქვეს თბილისელებმა თავისი ოჯახის წევრებისა და მათი მეგობრების მფარველობის გამო, რომლებსაც კანონთან პერმანენტული უთანხმოება აქვთ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების წყალობით, აგრეთვე, საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მცდელობების გამო). როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გასულ კვირას მარგველ კაიფი ლიუკ კოფის შეხვდა და სიხარულით დათანხმდა კომპრომისს: საქართველო - ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.


საქინფორმის რედაქცია
2018 წლის 12 თებერვალი
საქართველო, თბილისი