სამართალი
იან კელი - ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, რას იზამს ან არ იზამს რუსეთი

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს აქვს ღია კარის პოლიტიკა, იგი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა.
ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, თუ რას იზამს ან არ იზამს რუსეთი. ნატოს აქვს ღია კარის პოლიტკა, იგი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა. ნატოს გენმდივანმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, გახდეს ნატოს წევრი. ვფიქრობ, გადაწყვეტილებებიც ფაქტებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ”, – განაცხადა იან კელიმ.