საზოგადოება
ფოსტა ტარიფებს ზრდის

gzavnilebi_posta"საქართველოს ფოსტამ" დღეიდან ქვეყნის შიგნით გზავნილების მომსახურების საფასური გაზარდა.

როგორც საქინფორმს ფოსტაში განუცხადეს, ყველა ტიპის გზავნილების ღირებულება საშუალოდ 10%-ით გაიზარდა.

"საქართველოს ფოსტის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საფოსტო ბარათების, წერილებისა და ამანათების (20გრ) გაგზავნა ამ დრომდე 1,20 ლარი ღირდა, ხოლო შეკვეთილი წერილის, საფოსტო ბარათისა ან ამანათის (20გრ) გაგზავნა – 1,50 ლარი.