პოლიტიკა
ანი მარგველაშვილი საბერძნეთში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა (ვიდეო)

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ანი მარგველაშვილი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა, მას თან ახლავს მამა - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (იხ. ვიდეო - პირველი ანი მოდის).
გუშინ ათენში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია შედგა, რის შემდეგაც გაიმართა მოლაპარაკება საბერძნეთის პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსთან. ასევე დაგეგმილია: სახელმწიფო დელეგაციების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერ ნიკოს ვუცისთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.
მარგველაშვილი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტი დღეს, 9 თებერვალს დასრულდება.

საქინფორმი