აქტუალური
გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება სურს

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. გერმანული WDR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.
გერმანული მედია წერს, რომ ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს.
განსაკუთრებულად პრობლემის არსებობას ორლინგჰაუზენის ლტოლვილთა სახლში მიუთითებენ.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების კამპანია უკვე წამოიწყო. გერმანიის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები სწორედ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში შეიქმნა.
უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერებით ფედერალური მიწის ინტეგრაციის მინისტრს სურს, რომ პრობლემური ქვეყნებიდან მათთან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი აღარ ჩავიდეს.

1tv.ge