აქტუალური
ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს კენ ვოლაკს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა პარტიული სისტემის განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.