საქინფორმი ამხელს! მარგველაშვილი თანახმაა საქართველოს ნატოში შესვლაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, თუ 27 ოქტომბერს აშშ მას პრეზიდენტად დანიშნავს!
პოლიტიკა
საქინფორმი ამხელს! მარგველაშვილი თანახმაა საქართველოს ნატოში შესვლაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, თუ 27 ოქტომბერს აშშ მას პრეზიდენტად დანიშნავს!

     როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განსაკუთრებით დაახლოებულმა სტრატეგიული კვლევების ამერიკულმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის, რომლის ავტორია საქართველოს ორი კურატორიდან ერთ-ერთი, დუგლას და სარა ელისონების საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი (მეორე ახალი კურატორი გახლავთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council) ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი).
მოხსენება ნატოს სთავაზობს, ბრიუსელის სამიტზე 2018 წლის 11-12 ივლისს საქართველო ალიანსში დაჩქარებულ რეჟიმში მიიღონ - МАР-ის გარეშე, მაგრამ - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც, რისთვისაც დროებით შეიცვალოს ნატოს წესდების მე-6 მუხლი და ეს რეგიონები ამოღებული იქნეს მე-5 მუხლიდან, „სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით არ აღდგება, როგორც 1951 წელს თურქეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში მოხდა“.
ქართულ მედიასაშუალებებთან თავისი მოხსენების კომენტირებისას ლუკ კოფიმ, აგრეთვე, განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში მოხარული არიან, ნატოში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ“, რამაც ქართველი ხალხის აღშფოთება და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პროტესტი გამოიწვია. კონკრეტულად დაასახელოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ასეთი რამ განაცხადეს!“ - ლუკ კოფი უპასუხისმგებლობაში მრისხანედ დაადანაშაულეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ (რის შემდეგაც კობახიძე სასწრაფოდ „ხალიჩაზე“ გამოიძახეს ვაშინგტონში).
კომპეტენტური წყაროების - თეთრ სახლთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და კონგრესთან დაახლოებული უმაღლესი კატეგორიის ამერიკელი ექსპერტებისა და იურისტების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ლუკ კოფისთან კულუარული სატელეფონო საუბრების დროს ზემოთ მითითებულ კომპრომისს დათანხმდა, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. იგივე დაადასტურა მარგველაშვილმა გუშინწინ, ოთხშაბათს, 7 თებერვალს თბილისში, თავის კაბინეტში ლუკ კოფისთანცოცხლადშეხვედრის დროს.
თავისი მოხსენების პირველი ნაწილის პრეზენტაციაზე თბილისში ჩამოსული ლუკ კოფი პირველ რიგში მარგველაშვილის ავლაბრის სასახლისკენ გაეშურა და მასთანდახურული შეხვედრაგამართა, რომლის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა, რადგან იქ იმყოფებოდა პრეზიდენტისსამეული“ - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე (საქართველოს პრეზიდენტის თანამებრძოლები საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან ორთაბრძოლაში).
ქართულ მედიას მხოლოდ ის შეატყობინეს, რომ დახურულ შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობის განვითარებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ამერიკის როლზე ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში და იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგის გამყარებას». რაქვიაშვილის თქმით,შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, რომლებიც დღეს აქტუალურია საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში. პირველ რიგში, ეს არის ნატოში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაცია და ამერიკის როლი ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში. ლუკ კოფი წარმოადგენს დღეს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აკადემიურ ორგანიზაციას, რომლის რეკომენდაციები ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ძალიან ხშირადაა გათვალისწინებული”.
მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა ივანიშვილს უღალატა, რომელმაც ის გააპრეზიდენტა, რატომღა ჩაიდინა დღეს მორიგი - უკვე სამშობლოს ღალატი?
იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ამ უცნაურ კაცს კი ძალიან უნდა, კიდევ ერთხელ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე!


საქინფორმის რედაქცია
2018 წლის 9 თებერვალი
საქართველო, თბილისი