ერიდეთ მათ, ვინც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ფულის სანაცვლოდ გთავაზობთ! - ნიკოლაი სვენტიცკი
საზოგადოება
ერიდეთ მათ, ვინც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ფულის სანაცვლოდ გთავაზობთ! - ნიკოლაი სვენტიცკი

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. როგორ უნდა მოხვდეს აბიტურიენტი რუსულ უმაღლესში უფასო სწავლაზე, როგორ უნდა შეავსოს ანკეტა და რა შეცდომების დაშვება არ შეიძლება - ამის შესახებ ისაუბრა ბრიფინგზე „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ.
ნიკოლაი სვენტიცკიმ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულ მიზნობრივ ადგილებზე ჩარიცხვის პირობები გამოაცხადა. როგორც წინა წლებში, რუსეთში სწავლის პროგრამა 2018 წელსაც მიმდინარეობს. სვენტიცკის თქმით, დღეისათვის რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყანაა და ის ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს აბიტურიენტებისთვის ღიაა. ის, ვინც გადაწყვეტს რუსეთში ჩაბარებას, აკეთებს არამარტო წარმატებულ, არამედ თანამედროვე არჩევანს: ნებისმიერ ქვეყანაში რუსული დიპლომი უპირობოდ არის აღიარებული, აბიტურიენტს რუსეთის 80 ქალაქის 500-დან ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევა შეუძლია, რომლებიც 659 პროგრამას და მიმართულებას სთავაზობს, და ასევე ეს არის რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკონკურსო შერჩევის გზით მოხდება“, — განაცხადა სვენტიცკიმ.
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა დარეგისტრირება ვებგვერდზე Russia.Study.Ru. შემდეგ უნდა შეივსოს ანკეტა, რომელშიც შედის პირადი მონაცემები განათლებისა და მიღწევების შესახებ, სასურველი სასწავლო მიმართულება და მოტივები, რომლებმაც აბიტურიენტს რუსეთში სწავლა გადააწყვეტინა. ამგვარად, „როსთანამშრომლობის“ ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზე აბიტურიენტის პერსონალური გვერდი იქმნება. შესარჩევ ტურში მოსახვედრად საკმარისია, ხარისხიანად შეივსოს ანკეტა. შევსებული და ამობეჭდილი ანკეტა საჭირო დოკუმენტებთან ერთად აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში გასაუბრებაზე მოწვევის შემთხვევაში. კარგი იქნება, თუ აბიტურიენტები თან იქონიებენ დიპლომებს, სერტიფიკატებს, სარეკომენდაციო წერილებს, ოლიმპიადებზე მიღებულ მედლებს და .. ამ შემთხვევაში მათი კანდიდატურები ერთ-ერთი პირველი იქნება წარდგენილი რუსეთში უფასო სწავლაზე“, — ხაზგასმით აღნიშნა სვენტიცკიმ.
მნიშვნელოვანია, რომ მთელი დოკუმენტაცია რუსულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული იყოს, შემდეგ კი ვებგვერდზე არსებულ ანკეტას თან დაერთოს. ასევე უნდა მიემაგროს მიმდინარე ნიშნების ცნობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამედიცინო ცნობებს, რომლებიც PDF-ფორმატში უნდა დაერთოს ანკეტას. ამ ცნობების გარეშე ანკეტა სრულყოფილად შევსებული არ იქნება.
აბიტურიენტებმა, რომლებმაც ქართული სკოლა დაამთავრეს, მაგრამ რუსულ ენას სრულყოფილად ფლობენ, რუსული ენის პედაგოგების მიერ გაცემული ცნობა უნდა იქონიონ, რომელიც რუსულ ენაზე სწავლის უნარს დაადასტურებს. იმ პირებმა, ვინც საშუალო განათლებას რუსულ ენაზე იღებენ, მხოლოდ ნიშნები უნდა წარადგინონ. სვენტიცკიმ ურჩია აბიტურიენტებს, არ დარეგისტრირდნენ ბევრჯერ, რადგან ამ შემთხვევაში ანკეტა ვებგვერდიდან შეიძლება ამოვარდეს.
ახალგაზრდებს, რომლებიც სასწავლებლად რუსეთში წავლენ, მისაღები გამოცდების ჩაბარება არ მოუწევთ, ისინი პირდაპირ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, გამონაკლისს შემოქმედებითი უმაღლესები წარმოადგენს.
ყველა მსურველმა რეგისტრაცია 2018 წლის 16 თებერვალმდე უნდა გაიაროს. შესარჩევ ტურზე პრეტენდენტებს მოიწვევენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, სადაც იმუშავებს შესარჩევი კომისია, რომელშიც შევლენ რუსი დიპლომატები, საზოგადოებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები. მოკლე გასაუბრების შემდეგ, სადაც აქცენტი მაპროფილებელ საგნებზე გაკეთდება, კომისიის თითოეული წევრი 100-ქულიანი სისტემით ინდივიდუალურ ნიშანს დაწერს. ბოლოს მათემატიკურად დაანგარიშდება და გამოვლინდება პირველი 110 ადამიანი, სწორედ ამდენ ადგილს გამოყოფს რუსეთი წელს საქართველოსთვის. პირველი 110 აბიტურიენტის მონაცემები, რომლებიც ხმათა უმაღლეს რაოდენობას მოიპოვებენ, „როსთანამშრომლობაში“ გადაიგზავნება.
სვენტიცკიმ ხაზი გაუსვა, რომ ყველას მოსკოვში ან სანკტ-პეტერბურგში მოხვედრა სურს. ეს კი შეუძლებელია, აღნიშნა მან და განაცხადა, რომ მსგავსი უმაღლესები არის ასევე ნოვოსიბირსკში, სარატოვში, სამარაში, ნიჟნი ნოვგოროდში და სხვა ქალაქებში. სხვა ადგილებზე უარის შემთხვევაში, აბიტურიენტები აღნიშნულ პროგრამაში მეორედ მოხვედრის შანსს კარგავენ.
სვენტიცკიმ შეახსენა აბიტურიენტებს, რომ ანკეტაში შეიძლება ექვსი უნივერსიტეტის მითითება, მაგრამ ერთ ქალაქში არაუმეტეს ორისა. პასპორტის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2019 წლის მარტამდე.
აღნიშნული სასწავლო პროგრამით მოსწავლეები რუსულ ვიზას უფასოდ მიიღებენ, ამიტომ სვენტიცკიმ მოუწოდა ყველას, არ დაუჯერონ იმ ადამიანებს, ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობს რუსულ ვიზას ან რუსულ უმაღლესებში ჩაბარებას. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, რუსეთში უცხოელი სტუდენტების უმეტესობა ცხოვრობს კომფორტულ საერთო საცხოვრებლებში. ის ფასიანია, მაგრამ გადასახადი იმდენად მიზერულია, რომ ნებისმიერი ოჯახისთვის ხელმისაწვდომია — წელიწადში დაახლოებით 100 დოლარი.
ეს პროგრამა აბსოლუტურად უფასოა და რუსეთში გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არსებობს. ეს შესანიშნავია, თუ საქართველოს შვილები ისწავლიან რუსეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, აშშ-ში. რაც უფრო მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გვეყოლება, მით უფრო უკეთესად და მდიდრულად იცხოვრებს ჩენი საყვარელი ქვეყანასაქართველო, რომლის მოქალაქეები ჩვენ ვართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სტუდენტები, მათ შორის რუსეთშიეს ჩვენი ელჩებია, და მათი სწავლის და ყოფაქცევის მიხედვით ჩვენს ქვეყანაზე იმსჯელებენ“, — აღნიშნა სვენტიცკიმ.
აღნიშნული სასწავლო პროგრამა ასევე ვრცელდება ასპირანტებზეც, რომლებმაც რუსული ან ქართული უნივერსიტეტი დაამთავრეს. ეს პროგრამა ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება, რადგან სიყვარულის მენტალობა ჩვენს ხალხებს შორის არსებობს, და კარგი იქნებოდა, რომ სულ იარსებოს. თუ მთავრობას რაღაც შეცდომები ჰქონდა, ეს ახალგაზრდები სახალხო დიპლომატიის გზით ამ შეცდომებს გამოასწორებენ, ყოველ შემთხვევაში, ისინი ჩვენს ქვეყანას ძალიან სამართლიან იმიჯს შეუქმნიან“, — ხაზგასმით აღნიშნა სვენტიცკიმ.
აღნიშნული პროგრამა ათ წელზე მეტია, არსებობს. დღეისათვის რუსეთის უმაღლესებში 180 ქვეყნიდან რამდენიმე ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ამ პროგრამით სწავლობენ აშშ-ის, ავსტრალიის, ბელარუსის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რაში მდგომარეობს რუსეთის ინტერესი, შესთავაზოს უცხოელ აბიტურიენტებს მსგავსი უფასო სასწავლო პროგრამა, სვენტიცკიმ უპასუხა, რომ ამას თითქმის ყველა დიდი ქვეყანა აკეთებს. ეს არის ქვეყნის იმიჯი. რუსეთი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა და შეუძლია მოიწვიოს სასწავლებლად მოქალაქეები მთელი მსოფლიოდან. ამავე დროს, ეს არის კულტურისა და ენის პროპაგანდაც, რადგან ის სტუდენტები, რომლებიც რუსეთში სწავლობდნენ, ქვეყანას შიგნიდან ეცნობიან და სამშობლოში დაბრუნებისას მოუყვებიან, როგორია ის სინამდვილეში“, — აღნიშნა დასასრულს სვენტიცკიმ.
აღნიშნული პროგრამისადმი ინტერესი საქართველოში ძალიან მაღალია. დღეისათვისროსთანამშრომლობისვებგვერდზე ქართველი ახალგაზრდობის რამდენიმე ათასი შესვლა დაფიქსირდა. გასულ წელს 500-ზე მეტი განაცხადი იყო, მათგან 110-მდე აბიტურიენტი რუსულ უნივერსიტეტებში მოხვდა.