რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქურთების საკითხთან დაკავშირებით, თურქეთს ობამას მსგავსად ტრამპიც ატყუებს
უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქურთების საკითხთან დაკავშირებით, თურქეთს ობამას მსგავსად ტრამპიც ატყუებს

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების საკითხთან დაკავშირებით თურქეთს ობამას მსგავსად, ტრამპიც ატყუებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-ი არ ასრულებს დაპირებას, რომ ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ქალაქ მანბიჯიდან გასვლას აიძულებდა.
„ტრამპმა გვითხრა, რომ მათ იქ დარჩენა არ შეუძლიათ და ევფრატის აღმოსავლეთით გადაინაცვლებდნენ. მან აღიარა, რომ მანბიის რელური მმართველები არაბები არიან, მაგრამ რაც დაგვპირდა, არ შესრულდა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში ბევრი ლტოლვილია, რომლებსაც მანბიჯში, საკუთარ სახლებში დაბრუნება სურთ და ეს ქალაქი თავის ნამდვილ მმართველებს იპოვის.
მანბიჯში ამჟამად 2 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება, სასაზღვრო რაიონებში იმყოფებიან ქურთული სამხედრო ჯგუფებიც. სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაცია სასაზღვრო ზონებში ტერორისტული საფრთხის განეიტრალებას ისახავს მიზნად.

1tv.ge