საზოგადოება
ევროკავშირში ინტეგრაციამდე საჭიროა ტერიტორიული დავების დარეგულირება! - ჟან-კლოდ იუნკერი ლუკ კოფის ირიბად მიანიშნებს - საქინფორმი

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციამდე საჭიროა ტერიტორიული დავების დარეგულირება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. მან ბალკანური ქვეყნები გააფრთხილა, რომ თუ ტერიტორიული დავა დარგულირებული არ იქნება, ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.
სერბეთმა და მონტენეგრომ ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებისგან ჯერ შორს არის. ჩვენ მზად ვართ, დახმარების ხელი გავუწოდოთ. ისინი ჯერ რთულ გზას ადგანან. ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციამდე საჭიროა ტერიტორიული დავების დარეგულირება. თუ ეს არ მოხდება, გაფართოება არ იქნება“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადება, შესაძლოა, დუგლას და სარა ელისონების საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის ლუკ კოფისათვის ირიბად გაცემულ პასუხად ჩაითვალოს. გასულ კვირას ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მოხსენებაში „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, კოფიმ განაცხადა, რომ საქართველო ნატოში დაჩქარებული რეჟიმით უნდა შევიდეს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსის გარკვევაზე დროებით უარი თქვას, „სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით არ აღდგება, როგორც 1951 წელს თურქეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში მოხდა“.