საზოგადოება
კომუნალური გადასახადების გადახდის ერთიანი წესი 7 თებერვლიდან შევა ძალაში და აბონენტებს შესაბამისი ქვითრები დაურიგდებათ.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტს თელასში განუცხადეს, მათთვის ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ აღნიშნული სისტემით გადახდა 7 თებერვლიდან დაიწყება. ჯერჯერობით კონკრეტული განკარგულება არ მიუღიათ და, შესაბამისად, გადახდის ვადებიც არ იციან.მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ქვითარზე მითითებული თანხა აბონენტს მთლიანად არ ექნება გადახდილი, ელექტროენერგიასაც გაუთიშავენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი კანონმდებლობის თანახმად, თბილისელ მომხმარებელს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ღირებულების ერთიანად გადახდა მოუწევს.