საზოგადოება
ნაურუმ და სამხრეთ ოსეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღეს

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავეს ვაკამ ორ სახელმწიფოს შორის სავიზო მიმოსვლის გაუქმებას მოაწერეს ხელი“, - იუწყება "სპუტნიკი".
"შეთანხმების თანახმად, ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე მიმოსვლას, ტრანზიტით გავლას და ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში ყოფნას ყოველი 6 თვის განმავლობაში, პირველი შესვლის დღიდან დაწყებული.
ნაურუში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ნაურუს მხარემ იკისრა სამხრეთ ოსეთის ინტერესების დაცვა გაეროში და, ასევე, ყველა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციაში ან სხვა საერთაშორისო მოედნებზე, რომელთა წევრიცაა ნაურუ“, - ნათქვამია შეტყობინებაში.