პოლიტიკა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება უკიდურესად აღმაშფოთებელია! საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. “უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან . . ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს .. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების საკმაოდ სუსტ გარემოს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, და კიდევ ერთხელ ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას”, - განუცხადა ქართულ ტელეარხებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 05.02.2018 ფედერალური კანონი №2-ФЗ-ის ხელმოწერასთან დაკავშირებით „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში“.