ვაშინგტონს სირიაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ ანგარიშები აქვს! - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
აქტუალური
ვაშინგტონს სირიაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ ანგარიშები აქვს! - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ- მანბიჯიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. თურქეთის მიზანია, სირიის ქალაქი მანბიჯინამდვილ პატრონებსდაუბრუნოს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვაშინგტონს სირიაში თურქეთის, ირანისა და, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ანგარიშები აქვს, რადგან .. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ აშშ-ის სამხედრო ფაქტორი ზემოხსენებული ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
თურქეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ანკარა სირიის საზღვართან ტერორისტულ აფრთხეს მანბიჯიდან აფრინამდე გაანეიტრალებს. სირიის ქალაქ მანბიჯში 2 000 ამერიკელი სამხედროა ბაზირებული.